კომპანია Qarva მორიგე ინჟინრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

კომპანია Qarva მორიგე ინჟინრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

15-06-2020

კომპანია Qarva მორიგე ინჟინრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. მორიგე ინჟინერი SilkTV სისტემის მონიტორინგს აწარმოებს. ეს პოზიცია საინტერესო იქნება დამწყები სისტემის ადმინისტრატორებისთვის. Qarva შესაძლებლობას გაძლევთ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

 სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებს მორიგეობას - ყოველ მეოთხე დღეს.  დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მოვალეობები:

  1. IT სისტემის და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი:

  2. IPTV მაუწყებლობის ხარისხის კონტროლი:

  3. აღმოჩენილ პრობლემებზე რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების დროულად ინფორმირება 

  4. პრობლემების Service Desk-ში დაფიქსირება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Microsoft -ის ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა
  • Unix სისტემების საბაზისო ცოდნა
  • სასურველია საქსელო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები/მახასიათებლები:

  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გობრონიძის 12
ბენეფიტები:

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • კარგი სადაზღვევო პაკეტი
  • ყოველდღიური ლანჩი

ანაზღაურება:

750-1000 ლარამდე ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.
ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი - 250-750 ლარი (ანალოგიურად ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით).

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში.

 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.


 

სიახლეებში დაბრუნება