ერაზმუს+ პროექტის "Sincromind" ვებინარი

ერაზმუს+ პროექტის "Sincromind" ვებინარი

15-06-2020

19 ივნისს, 18:00 საათზე  ვებინარი თემაზე "კულტურული ცნობიერება ასაკოვანთათვის" ერაზმუს+ პროექტის "Sincromind" ფარგლებში  გაიმართება. 

ვებინარის ორგანიზატორები არიან: სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ია მოსაშვილი და საბერძნეთის OIKOPILIS ორგანიზაცია.

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გამოიყენოთ ZOOM ონლაინ პლატფორმის ლინკი

ერაზმუს+ პროექტი SinCRoMInD ,,ასაკოვანი ადამიანების კულტურული ცნობიერების გზა თანამედროვე და ინტელექტუალური მრავალფეროვნების მეშვეობით”, 2019 წელს  ევროკავშირის მიერ  დამტკიცდა და ხორციელდება საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის, ბულგარეთის და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით.

პროექტის მონაწილე 7 ორგანიზაციიდან, ერთ-ერთი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.   


პროექტის მიზანია  55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციური გზით  ხელოვნებისა და კულტურის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.



 

სიახლეებში დაბრუნება