ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების საყურადღებოდ!

ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების საყურადღებოდ!

15-06-2020

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - "არქიტექტურა“ და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - "Архитектура“ არჩევის შემთხვევაში, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტმა უნდა გაიაროს გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში. ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ არჩევის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებამდე აბიტურიენტმა უნდა გაიაროს გასაუბრება მხოლოდ ხატვაში.

გასაუბრება ჩატარდება:
2020 წლის 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ყოველდღე (კვირის გარდა), სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, N402 აუდიტორიაში

  • მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77, I – C კორპუსი
  • საკონტაქტო ნომერი: 2 33 71 63; 599 514 819
  • საპრეტენზიო განაცხადების მიღება, იწარმოებს 2 ივლისს, 10:00-დან 15:00 საათამდე
  • საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 ივლისს.

აბიტურიენტმა უნდა იქონიოს პირბადე და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დედანი და მისი ასლი.
  • პირადობის მოწმობის ასლი რჩება კომისიის მდივანთან. ხოლო მონაცემები (გვარი, სახელი, პირადი ნომერი) აისახება სტუ-ის მიერ გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

გასაუბრების მიზანია აბიტურიენტის სივრცული აღქმის უნარის გამოვლენა და მისი გრაფიკული მომზადების დონის განსაზღვრა.

ცნობარი ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისთვის

 

სიახლეებში დაბრუნება