სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი «საინჟინრო სამართალი» მოდიფიცირდა და მოქმედებს როგორც «ტექნიკური სამართალი»

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი «საინჟინრო სამართალი» მოდიფიცირდა და მოქმედებს როგორც «ტექნიკური სამართალი»

17-06-2020


სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2017 წლის 01 ნოემბრიდან ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით პროექტს „საინჟინრო სამართალს“, რომლის ქვედარგებს წარმოადგენს ტექნოლოგიური, სამშენებლო, ენერგეტიკის და სატრანსპორტო სამართალი. პროექტის ფარგლებში  შემუშავდა რამდენიმე საგნის სილაბუსი, რომელიც მოდიფიცირების შედეგად  აისახა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. პროექტის შედეგად გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები.

პროექტის ფარგლებში დამყარდა ურთიერთთანამშრომლობა ავსტრალიის სამხრეთ უელსის უნივერსიტეტთან, სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და სვინბარნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.

2019 წლის 11 დეკემბრის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით პროექტი „საინჟინრო სამართალი“ მოდიფიცირდა  და იგი ხორციელდება როგორც „ტექნოლოგიური სამართალი“. სტუ-ის რექტორის ბრძანებით ტექნოლოგიური სამართალი განხორციელდება 2022 წლის 01 იანვრამდე.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოში სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი არის ინოვატორი, რომელსაც ექნება კომბინირებული კურსები და სასწავლო პროგრამები ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტები: „ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დემოკრატიის განვითარება საქართველოში“, „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი საქართველოში“, „ტურიზმის სამართალი“ და სხვა, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებში ასახავს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსებს.


 

სიახლეებში დაბრუნება