ვროპის საბჭოს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ სესიების სერიას აგრძლებს - „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“

ვროპის საბჭოს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ სესიების სერიას აგრძლებს - „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“

18-06-2020

ვროპის საბჭოს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ აგრძელებს სესიების სერიას „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“.

18 ივნისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, მესამე სესია „პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ გაიმართება.  ტრენერი  ადამიანის უფლებათა განმანათლებელი გუბაზ კობერიძე იქნება.

 

ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, განმანათლებლებს, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა სფეროში ჩართულ ადამიანებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ საჭირო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სწავლების თანამედროვე, არაფორმალური მეთოდებისა და ევროპის საბჭოს მიდგომების შესახებ.

სესიის ფარგლებში, თქვენ გაეცნობით თუ რა არის სიძულვილის ენა.  რა ინსტრუმენტებით ებრძოლოთ სიძულვილის ენას ონლაინ

როგორ შეიმუშაოთ ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობები ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად/სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

სესიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, საგანმანათლებლო სფეროდან. მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაცია.

მონაწილეობა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დარეგისტრირებული პირველი 150 ადამიანისთვის. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ აქ: https://forms.gle/ewmh13g4R35ifz21A  თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ ბმულს, რომლითაც საჭირო დროს აღმოჩნდებით იმ პლატფორმაზე, სადაც ონლაინ სწავლება გაიმართება.

 

მეტი ინფორმაცია სესიის შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/2636813973201966/

"პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები სიძულვილის ენის წინააღმდეგ" თემატურად და შინაარსობრივად ებმის მომდევნო სესიას "ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ".

შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე სესიაზე დასწრება.

პირველი სესიის ჩანაწერი - "ადამიანის უფლებების სწავლება არაფორმალური განათლების გზით", ტრენერი: სულხან ჩარგეიშვილი - ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36l8Y2y

მეორე სესიის ჩანაწერი - „სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის“, ტრენერი: ლადო აფხაზავა - ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/2YsqLBm

 

სიახლეებში დაბრუნება