აკაკი წერეთლის 180 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართება

აკაკი წერეთლის 180 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართება

18-06-2020

24 ივნისს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და  მედიატექნოლოგიების დეპარტამენტში  დიდი ქართველი მწერლის და  მგოსნის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ონლაინ საღამოს ფორმატში გაიმართება.

აკაკი წერეთლის 180 წლისთავი და თანამედროვე ქართული სინამდვილე.

(ონლაინ საღამო) 24 ივნისს,  18:00 საათზე გაიმართება.

 

მოხსენებები:

„აკაკი წერეთლის პოლემიკა ნიკო მართა“ნ (მომხსენებელი პროფესორი  თემურ  ჯაგოდნიშვილი);

„აკაკი და ცენზურა“ (მომხსენებელი ასოცირებული პროფესორი  მანანა ქაჯაია);

„აკაკი წერეთელი და ქართული ჟურნალისტიკა“ (მომხსენებელი  ასოცირებული პროფესორი  სოფიკო კვანტალიანი);

„აკაკისა და ვაჟას პოეტური გაპაექრების ენობრივ-სტილისტური რეგისტრები“ (მომხსენებელი ასისტენტ პროფესორი (გურამ გვენეტაძე)

 

სიახლეებში დაბრუნება