ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო კურსებს აცხადებს

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო კურსებს აცხადებს

23-06-2020

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK)  2020/2021 აკადემიურ წლის საშემოდგომო სემესტრისათვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის   ონლაინ სასწავლო კურსებს აცხადებს.

პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2020 წლის 29 სექტემბრიდან - 2021 წლის იანვრის ბოლომდე), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს პოლიტიკური მეცნიერებიდან, სოციოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ისტორიიდან და სოციალური მუშაობიდან.

ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს:

  • საარქივო მეცნიერება
  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა

კრედიტების რაოდენობა შეზღუდული არაა და სტუდენტებს შეუძლიათ აარჩიონ კურსები ყველა სასწავლო მიმართულებიდან.

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 23.08.2020.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა პასპორტის ასლი უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz და, ასევე, წარმოადგინონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება