საჯარო ლექცია - „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოწვევები Covid 19 პანდემიის პირობებში"

საჯარო ლექცია - „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოწვევები Covid 19 პანდემიის პირობებში"

25-06-2020

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოწვევები Covid 19 პანდემიის პირობებში " - ამ საკითხზე საჯარო ლექციას  საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში,  არჩილ კალანდია წაიკითხავს. 

საჯარო ლექცია  26 ივნისს, 13.00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის  (Research Institute Of China Studies ) ორგანიზებით გაიმართება.

ლექციის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალი და სტუდენტები   მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩინეთის გამოწვევებს გაეცნონ,  როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით;  შეფასდება საქართველოს როლი Covid 19 -თან ბრძოლაში.

საჯარო ლექციის ფორმატში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კორონა ვირუსთან ბრძოლის და მისი პრევენციის უახლეს შედეგებზე.

საჯარო ლექციას დაესწრება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული პორტალით - “ Zoom -ის სისტემის გამოყენებით

საჯარო ლექციის იდენტიფიკატორი: 

https://us04web.zoom.us/j/6648711769?pwd=NUFuU3JoU1duakNRTVJSaWJwUmF2Zz09

ზუმის მისამართი  664 871 1769;

საკონტაქტო პირი: პროფესორი,  ჯემალ ფუტკარაძე  (+995 ) 577 40 19 49

 

სიახლეებში დაბრუნება