სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აგრობიზნესის სამაგისტრო (MAB) პროგრამაზე კონკურსი ცხადდება

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აგრობიზნესის სამაგისტრო (MAB) პროგრამაზე კონკურსი ცხადდება

25-06-2020

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2020-2021წლების   აგრობიზნესის სამაგისტრო (MAB) პროგრამაზე  კონკურსი ცხადდება.

აგრობიზნესის მაგისტრი (MAB) არის პროფესიონალური ხარისხის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ბიზნეს განათლების მიღებას ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორობით.

პროგრამის კურსდამთავრებული იქნება დარგის სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით კვალიფიცირებული სპეციალისტი. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

პროგრამის ხანგრძლივობაა 18 თვე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • არანაკლებ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა

საბუთების ნუსხა:

როგორც საერთაშორისო სტუდენტს, თქვენი განაცხადი აგრობიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე უნდა აკმაყოფილებდეს იგივე აკადემიურ სტანდარტებს, როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის.

განაცხადის სრული პაკეტი უნდა შეიცავდეს:

  • შევსებული სააპკლიკაციო ფორმა
    წინა საფეხურის (ბაკალავრიატის) დამთავრების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა
  • პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • CV
  • სურათის ელექტრონული ვერსია (3-4)
  • ორი სარეკომენდაციო წერილი
  • სხვა დანარჩენი სერტიფიკატები
  • სხვა დანარჩენი საბუთები

დაინტერესების შემთხვევაში, 30 ივნისის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი შემდეგ მეილზე  admissionsMAB@gmail.com .

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს შესთავაზებენ 1 თვიან მოსამზადებელ კურსს.

საბოლოო სია შეირჩევა აღნიშნული კურსის აკადემიური პროგრესის საფუძველზე.

ყველა საერთაშორისო სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ N700 ბრძანების თანახმად  (ბრძანების თარიღი 28 აპრილი 2011).

მნიშვნელოვანი: ინტერვიუ და მოსამზადებელი კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

პროგრამის საფასური

პროგრამის სრული საფასური შეადგენს  1,650,000 სომხურ დრამს (≈ 3430 USD).

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით: (37498) 334 5 65, ელ ფოსტა admissionsMAB@gmail.com

მისამართი: 74 ტერიანის ქუჩა, ერევანი, სომხეთი

გარდა ამისა, აგრეთვე, მოცემულ ლინკზე გაეცნობით ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს.
http://mes.gov.ge/content.php?id=10414&lang=geo&fbclid=IwAR3Gs3Zgn8Vzk4zfrbX-K_6crK9U-uEGB1AVorRPJlEUMRt1DcTI0b09lyI

 

სიახლეებში დაბრუნება