სტუდენტების საყურადღებოდ!

სტუდენტების საყურადღებოდ!

25-06-2020


სტუდენტების საყურადღებოდ!
ინფორმაცია
ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

2020 წლის 29 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის I, II, III კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის კორპუსებში შედგება ის ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები, რომლის ჩატარებაც ონლაინ რეჟიმში შეუძლებელი იყო. პარალელურად, გაგრძელდება  15 ივნისიდან დაწყებული ლაბორატორიული მეცადინეობები ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტებისთვის.  

ლაბორატორიული მეცადინეობების განახლებული დეტალური ცხრილი, მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე (27 ივნისი) განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე:
www.gtu.ge - რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“ (www.leqtori.gtu.ge)  
დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.ge

ამავე პერიოდში, 2020 წლის 29 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში, წარიმართება სასწავლო კურსების (საგნების) აღდგენის პროცესი იმ სტუდენტებისთვის, რომელებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა. სასწავლო კურსების აღდგენის მიზნით, სტუდენტებს ვთხოვთ, მიმართონ თავიანთი ფაკულტეტების დეკანატებს, სადაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ცხრილის მიღება. 

შუალედური გამოცდების აღდგენა მოხდება 2020 წლის 6-დან 11 ივლისის ჩათვლით.

დასკვნითი (ფინალური) გამოცდები ჩატარდება 2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.

რაც შეეხება შუალედური გამოცდების აღდგენისა და ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის გადაწყვეტილებით, სტუ-ის სასწავლო დეპარტამენტს დაევალა შეემუშავებინა ოპტიმალური საგამოცდო ფორმატი.

შედეგად, როგორც შუალედური გამოცდების აღდგენა, ასევე, ფინალური გამოცდების ჩაბარება სტუდენტს, სურვილის მიხედვით, მისთვის მისაღები ფორმატით შეეძლება.

ონლაინ ფორმატში: დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - www.elearning.gtu.ge და/ან სტუ-ის საგამოცდო ცენტრის პორტალზე - www.testing.gtu.ge
ან ლაივ-ფორმატში: უნივერსიტეტის შესაბამის აუდიტორიაში ან საგამოცდო ცენტრში.

შუალედური გამოცდების აღდგენისა და ფინალური გამოცდების ცხრილები, შესაბამისი გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე:
www.gtu.ge - რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“ (www.leqtori.gtu.ge)  
დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.ge
სტუ-ის საგამოცდო ცენტრის პორტალზე - www.testing.gtu.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სასწავლო ლაბორატორიებში მეცადინეობების ჩატარებასა და საგამოცდო პროცესს  ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასწავლო აქტივობა, რაც დისტაციურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2020 წლის 27 ივნისს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება