აბიტურიენტთა საყურადღებოდ - ხატვასა და ხაზვაში გასაუბრების პირველადი შედეგები ცნობილია

აბიტურიენტთა საყურადღებოდ - ხატვასა და ხაზვაში გასაუბრების პირველადი შედეგები ცნობილია

01-07-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება 1 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდა.

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება იმ აბიტურიენტებთან ჩატარდა, რომლებმაც არჩევანი სტუ-ის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე გააკეთეს.

ხატვასა და ხაზვაში აბიტურიენტებთან გასაუბრების თავდაპირველი შედეგები გთხოვთ იხილოთ ბმულებზე:

  1. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში ჩატარებული გასაუბრების პირველადი შედეგები
     
  2. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებთან ხატვაში გასაუბრების პირველადი შედეგები

გაცნობებთ, რომ აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება იწარმოებს 2 ივლისს, 10:00-დან 15:00 საათამდე.

გასაუბრების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე.


 

სიახლეებში დაბრუნება