სტუდენტების საყურადღებოდ!

სტუდენტების საყურადღებოდ!

01-07-2020


ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც შუალედური გამოცდები ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩააბარეს, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში, შესაძლებლობა ეძლევათ 2020 წლის 6 ივლისიდან  11 ივლისის ჩათვლით ჩააბარონ შუალედური გამოცდები.

გთხოვთ, გაეცნოთ შუალედური გამოცდების ცხრილს ბმულზე:

იხილეთ ფაკულტეტების მიხედვით გამოცდების ცხრილი

საგამოცდო პროცესის შეფერხების გარეშე ჩატარების მიზნით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ცხრილებს და წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge ) ტარდება კონკრეტული სასწავლო კურსის შესაბამისი გამოცდა.  

გთხოვთ, 5 ივლისამდე, თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით, აუცილებლად შეხვიდეთ elearning.gtu.ge-ზე და testing.gtu.ge-ზე და გადაამოწმოთ ასახულია თუ არა ყველა სასწავლო კურსი, რომელიც მიმდინარე სემესტრში სასწავლო ხელშეკრულებით (პროგრამით) არის გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ინდივიდუალურ გვერდზე რომელიმე სასწავლო კურსი არ არის ასახული, ან ვერ ახერხებთ სისტემასთან წვდომას, ან სხვა პრობლემას აწყდებით, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ბმულს - ფორმა და შეავსეთ.   

სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან, შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდები ჩააბარონ ლექტორთან, ცხრილში მითითებულ დროსა და  აუდიტორიაში.

სტუდენტებს, რომლებიც ცხრილის მიხედვით, გამოცდის ჩაბარება უწევთ პლატფორმაზე testing.gtu.ge  და არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, შეუძლიათ ისარგებლონ სტუ-ის პირველი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული საგამოცდო ცენტრის კომპიუტერებით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია და შუალედური გამოცდების ცხრილი (ბმული) განთავსებულია:
საუნივერსიტეტო პლატფორმებზე: elearning.gtu.ge და testing.gtu.ge
სტუ-ის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/gtu.ge/

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის ჩატარებას საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.


 

სიახლეებში დაბრუნება