"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში" - პროექტის მონაწილეთათვის რეგისტრაცია დაიწყო

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში" - პროექტის მონაწილეთათვის რეგისტრაცია დაიწყო

07-07-2020

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12-დან 29 - წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც გაივლიან საინტერესო ტრენინგებსა და ვებინარებს. გარდა ამისა,  მიიღებენ ცოდნას და ახალ გამოცდილებას, აქვთ იდეები და სურთ, რომ თავიანთ თემს დაეხმარონ COVID19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში.

 ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ტრენერები მოხალისეებს იდეების ჩამოყალიბებასა და საინტერესო აქტივობების დაგეგმვაში დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ  პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც მიიღებენ პროფესიული გამოცდილებას, გამოიმუშავებენ საჭირო უნარ-ჩვევებს, გაიჩენენ ახალ მეგობრებს და რაც მთავარია, შეძლებენ თავიანთ თემში სასარგებლო მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვას და სხვების დახმარებას.

 პროექტის ბოლოს კი, ყველაზე წარმატებული მოხალისეები მიიღებენ ,,მოხალისის ეროვნულ ჯილდოს'' 2 ასაკობრივ კატეგორიაში (მოზარდები და ახალგაზრდები), თემატური სფეროების შესაბამისად.

მოხალისეობრივი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი იქნება, მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება მაგალითად,  განათლება, ჯანდაცვა/მედიცინა, მედია, სპორტი, კულტურა და ხელოვნება, ადვოკატირება და ადამიანის უფლებები და ა.შ. და სწორედ ამ სფეროს შესაბამისად დაგეგმონ თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მიმდინარე წლის 10 ივლისამდე დარეგისტრირდეთ ბმულზე:

https://forms.gle/LBfKmNrX5NUGJoTf6

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  გვერდს: https://www.facebook.com/helpinghendi/

 

სიახლეებში დაბრუნება