სტუდენტებისთვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

სტუდენტებისთვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

07-07-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის  მსურველთა  განცხადებების   წარდგენის ვადაა 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველების განცხადებების   წარდგენისა - 2020  წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

ცნობისათვის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა.  სტიპენდიების დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას.

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2Bst4Nz

 

სიახლეებში დაბრუნება