ესტონური სტიპენდია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო პროგრამებზე - ტალინის უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს

ესტონური სტიპენდია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო პროგრამებზე - ტალინის უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს

10-07-2020

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტი  საქართველოს მოქალაქეებისთვის ორწლიან სამაგისტრო პროგრამებზე  კონკურსს აცხადებს.

ესტონური სტიპენდიის ფარგლებში ფინანსდება 2 წლიანი სასწავლო კურსის, ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისთვის.

მსურველებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 12 აგვისტოა. 

ცნობისათვის,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 ივლისს შემოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს N577721 კორესპონდენცია „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ.  ზემოაღნიშნული ფონდი სტიპენდიებს გამოყოფს  სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.

დაფინანსება შეეხება ტალინის უნივერსიტეტის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

ღია საზოგადოების ტექნოლოგიები - 4 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

დოკუმენტური ფილმი - 1 სტიპენდია სტუდენტისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან ან ბელარუსიდან.

უკრაინული მედია და ინოვაცია - 2 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.

საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა - 5 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.

ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში - 6 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესაეხებ იხილეთ ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე:

https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2020

 

სიახლეებში დაბრუნება