ღია კონკურსი

ღია კონკურსი

14-07-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ქვემოთ მითითებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულის სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:

ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი.

მის: თბილისი, კოსტავას ქ. #69, მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ტელ.: 2 22 32 16.

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა, კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება უნივერსიტეტისა (www.gtu.ge) და შესაბამისი კვლევითი ერთეულის ვებგვერდზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 14 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართზე;

2. კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 20-21 აგვისტოს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 21 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;

3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2020 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით;


II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს: ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი); გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით; ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

 

I I I. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 

სიახლეებში დაბრუნება