ტერაბანკის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთობლივი პროექტი -გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

ტერაბანკის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთობლივი პროექტი -გრძელვადიანი სტუდენტური სესხი

06-08-2020

ტერაბანკისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო / Millennium Foundation-ის ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი, „გრძელვადიანი სტუდენტური სესხი“, რომელიც კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდითა და სამომავლო პროფესიული შემოსავლების გათვალისწინებით დაფარონ სწავლის საფასური.

აღსანიშნავია, რომ მილენიუმის ფონდისა და ტერაბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსდებიან საქართველოს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების მხოლოდ საქართველოს მოქალაქე სტუდენტები. ამასთან, აუცილებელია, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • მოპოვებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია ან იმყოფება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით არსებობით);
  • შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
  • წარმოადგენს უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივ აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას;
  • წარმოადგენს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას;
  • წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქსელის (ENQA) წევრი ორგანიზაციის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს მიენიჭება.

მეტი ინფორმაციისათვის, პროდუქტის დეტალები განთავსებულია ბმულზე : https://terabank.ge/ge/studentloan.

იმისათვის, რომ სწორად და ეფექტურად დაგვგეგმოთ პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა, თქვენი მხრიდან დაგვჭირდება რამოდენიმე საკითხზე მხარდაჭერა:

  1. დავგეგმოთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ონლაინ ფორმატში ზუმის აპლიკაციით. ამისთვის გთხოვთ, მოგვწერეთ თქვენთვის სასურველი დრო და თქვენი მხრიდან ვინ დაესწრება შეხვედრას. ამის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შეხვედრის ორგანიზებას.
  2. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. თქვენს მიერ მოწოდებულ პროგრამებს ჩვენს საიტზე განვათავსებთ.
  3. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენგან იმ საკონტაქტო პირის/ერთეულის შესახებ, ვინც დაგვეხმარება თქვენს სტუდენტებთან კომუნიკაციაში, ასევე ის საკონტაქტო პირი, ვისთანაც მოვახდენთ სტუდენტური სესხის დამტკიცებისას სტუდენტის და პროგრამის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას/გარკვევას
  4. ასევე, დაგვჭირდება თქვენი უწყების (ან წარმომადგენლის ) დახმარება თქვენს სტუდენტებთან ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ცალკე მეილად მოგაწვდით პროგრამის ნიუსლეთერს და დეტალურ აღწერილობას სტუდენტებთან გადასაგზავნად

ტერაბანკის მხრიდან, სტუდენტური სესების პროგრამის ფარგლებში მე ვიქნები თქვენი საკონტაქტო პირი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.

ოფიციალური წერილი, ერთობლივი პროექტისა და ურთიერთთანამშრომლობის სურვილის შესახებ ტერაბანკიდან გამოიგზავნება უახლოვესი დღეების მანძილზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნონა ჯიმშიტაშვილი

საცალო საბანკო საქმიანობის უფროსი მენეჯერი მობ: (+995) 574 787870

ელ. ფოსტა: nona.jimshitashvili@terabank.ge


 

სიახლეებში დაბრუნება