მოულოდნელად შეწყდა ქართველი ერის ღირსეული შვილის, ცნობილი მეცნიერის, ახალგაზრდობის აღმზრდელის, უნიჭიერესი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რევაზ სტურუას გულისცემა. ქვეყანამ უერთგულესი შვილი დაკარგა - შვილი, რომელიც მრავალი ათეული წელია სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც სახელოვნად განვლო გზა წარჩინებული სტუდენტობიდან პროფესორობამდე