ფინანსთა სამინისტროს აკადემია "ციფრული მარკეტინგის" უსასყიდლო ონლაინ კურსზე სტუდენტების მისაღებად კონკურსს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს აკადემია "ციფრული მარკეტინგის" უსასყიდლო ონლაინ კურსზე სტუდენტების მისაღებად კონკურსს აცხადებს

16-09-2020


 ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს უსასყიდლო Online კურსზე "ციფრული მარკეტინგი". კონკურსში მონაწილეობა მიღება შეუძლია ნებისმიერი კურსის სტუდენტებს, რომელსაც სურვილი აქვს ციფრული მარკეტინგის საფუძვლები შეისწავლოს.

სასწავლო კურსის დასრულებისას მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ კორპორაციული Facebook, Instagram, youtube და blog გვერდები,  ეფექტური Facebook და google.com სარეკლამო კამპანია; შეძლებენ სოციალური მედიის გამოყენებას მარკეტინგული 
მიზნებისათვის, კერძოდ, გაყიდვების ზრდისა და ცნობადობის ამაღლებისთვის.

სასწავლო კურსით შესასწავლი საკითხები:
Facebook Ads ( სწორი რეკლამირება და რეკლამის ხელსაწყოები)
Google Ads ( google ის რეკლამები და გაყიდვებზე ორიენტირებული ხელსაწყოები)
სოციალური მედია-საფრთხეები
განსათავსებელი ინფორმაციის სწორად დაგეგმვა
მკვლევარი პლათფორმების გამოყენება, ანალიზის შედგენა
სოციალური მედიაკამპანიის დაგეგმა
სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის
Email მარკეტინგი


ტრენინგის დეტალები
ტრენერი: გიორგი კენჭუაშვილი; გიორგი მგელაძე
ხანგრძლივობა: 32 საათი
სასწავლო დღეები: სამშაბათი 16:00-18:00, ხუთშაბათი 16:00-18:00
პერიოდი: 29 სექტემბერი-20 ნოემბერი
ჯგუფში განსაზღვრულია 16 მსმენელის შერჩევა.

განაცხადები მიიღება 23 სექტემბრამდე.

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, გაგზავნოთ სამოტივაციო წერილი, რეზიუმე (CV), ცნობა GPA-ის შესახებ  ან/და ნიშნების ფურცელი ელ. ფოსტაზე: academy@mof.ge

Subject-ში მიუთითეთ კურსის დასახელებასხვა შემთხვევაში განაცხადი ვერ განიხილება!

სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

საკონტაქტო პირი: თამთა ყაველაშვილი
ტელ: (995 32) 226 10 26; შიდა 1124
ელ. ფოსტა: academy@mof.ge


 

სიახლეებში დაბრუნება