ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

21-09-2020



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის - ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები - 2020 წლის 28 სექტემბრიდან, დისტანციურ (ონლაინ რეჟიმში) დაიწყება.


იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება პანდემიური მდგომარეობა საქართველოში და იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის წარმართვის მხრივ, ქვეყანაში არ მოხდება დამატებითი შეზღუდვების დაწესდება, სასწავლო პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვეულ რეჟიმში, აუდიტორიებში განახლდება.


რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში წარიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge , Zoom და BBB აპლიკაციების მეშვეობით. პლატფორმაზე დარეგიტრირებულ სტუდენტებს, თავიანთ ინდივიდუალურ გვერდებზე შესვლისას დახვდებათ სასწავლო კურსების მიხედვით ატვირთული ელექტრონული სასწავლო მასალები და Zoom-ში ვირტუალური ოთახის მისამართი.


ონლაინ და სააუდიტორიო ლექციების ცხრილები, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ჯგუფების მიხედვით, განთავსებულია elearning.gtu.ge-ის მთავარ გვერდზე და სტუ-ის ვებგვერდზე, რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“ - https://leqtori.gtu.ge 


სასწავლო კურსების შესაბამისი პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ, 28 სექტემბრიდან, საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - elearning.gtu.ge


ლაბორატორიული მეცადინეობები ჩატარდება მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, აუდიტორიებში აღდგება.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თხოვნით მიმართავს პირველკურსელებს, მათ ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია და გააფორმა სასწავლო ხელშეკრულება, სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე დარეგისტრირდნენ საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე - elearning.gtu.ge . ტექნიკური შეფერხების ან რაიმე უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, კი შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც სწავლის დაწყების წინ განთავსდება elearning.gtu.ge-ზე.


სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, ყველა პირველკურსელს პირადი ინფორმაციის (სასწავლო და ფინანსური) მოძიება შეეძლება ელექტრონული სერვისების საუნივერსიტეტო სისტემაში - vici.gtu.ge ; პირველკურსელების, ასევე, ამოქმედდება საინფორმაციო გვერდი studinfo.gtu.ge ტექნიკური შეფერხების ან რაიმე უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, კი პირველკურსელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია ამ გვერდებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას პირველკურსელებს დამატებით მივაწვდით.


ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.geსპეციალურად სტუდენტებისთვის განთავსებულია რუბრიკა - „ინსტრუქციები სტუდენტებისთვის“. ეს არის გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომლის მეშვეობით ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციის, პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი.

  • პლატფორმაზე - elearning.gtu.ge შესასვლელად უნდა დააჭიროთ ბმულს - შესვლა.
  • ეკრანზე იხილავთ ფანჯარას, სადაც ორივე ველში: სახელი (Username) და პაროლი (Password) უნდა შეიტანოთ თქვენი (მომხმარებლის) პირადი ნომერი.


გთხოვთასევეგაითვალისწინოთრომ:


პირველკურსელთა გარდა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სასწავლო ხელშეკრულებების განახლება შეუძლიათ სამუშაო დღეებში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შესაბამის ფაკულტეტებზე მისვლით.


პირველკურსელთა გარდა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური (1125 ლარი) დაფარონ 2 ეტაპად: 562,50 ლარი - სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა - 2020 წლის 1 დეკემბრამდე.


სწავლის საფასურის გადახდისას, ყველა სტუდენტს ვთხოვთ, მიჰყვნენ ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია ბმულზე:  

https://gtu.ge/News/15400/


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდა მობილობით სტუდენთა ჩარიცხვის შესახებ სტუ-ის რექტორის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ (2020 წლის 24 სექტემბერი), შიდა მობილობით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა გააფორმონ სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულება შესაბამის ფაკულტეტებზე მისვლით - სამუშაო დღეებში, 10:00-დან 16:00 საათამდე. სტუდენტები აღნიშნულის შესახებ წინასწარ მიიღებენ sms-შეტყობინებას.


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარე მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღების შემდეგ, გარე მობილობით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა გააფორმონ სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულება შესაბამის ფაკულტეტებზე მისვლით - სამუშაო დღეებში, 10:00-დან 16:00 საათამდე. სტუდენტები აღნიშნულის შესახებ წინასწარ მიიღებენ sms-შეტყობინებას.


ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!


 

სიახლეებში დაბრუნება