ინფორმაცია მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“ მონაწილეობის მსურველთათვის

ინფორმაცია მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“ მონაწილეობის მსურველთათვის

24-09-2020

2020წლის 22 ოქტომბერს ჩატარდება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრისა“ და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“.

კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

  1. ეკონომიკური თეორიის თანამედროვე საკითხები;
  2. COVID 19-ის შემდგომი გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანფორმაცია;
  3. ქონების (უძრავ-მოძრავი ) შეფასების აქტუალური ეკონომიკური პრობლემები;
  4. ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მშენებლობა, ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა, სამთოგეოლოგია, დიზაინი, მედიცინა და სხვ.);
  5. ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები;

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

მოხსენებების გაგზავნის ბოლო ვადა - 15 ოქტომბერი.

კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადა - 20 ოქტომბერი.

მოხსენებები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: iec@gtu.ge

ტელ.599109190


 

სიახლეებში დაბრუნება