არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ტრენერი Research4life-ის ხუთ პროგრამაში

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ტრენერი Research4life-ის ხუთ პროგრამაში

25-09-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს, მონაწილეობა მიიღონ Research4Life MOOC-ში (მასობრივი ღია ონლაინ კურსი), რომელიც მოიცავს Research4Life-ის ხუთ პროგრამას (Hinari, AGORA, OARE, ARDI და GOALI).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 სექტემბერი.
Research4Life MOOC ჩატარდება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით.

Research4Life ცოდნის პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას 100 000 წამყვან ჟურნალზე, წიგნებსა და სხვა რესურსებზე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ინოვაციების და სამართლის სფეროებში. 10 000-ზე მეტი დაწესებულება 120-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდან სარგებლობს Research4Life-ით.

ეს უფასო ონლაინ კურსი უზრუნველყოფს ცოდნას და უნარებს, რომელიც საჭიროა სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტურად მოპოვებისა და გამოყენებისთვის ხუთი პროგრამის მეშვეობით: Hinari (წვდომა ჯანმრთელობის კვლევის პროგრამაზე), AGORA (წვდომა სოფლის მეურნეობის გლობალურ ონლაინ კვლევაზე), OARE (კვლევის ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვის სფეროში), ARDI (განვითარების და ინოვაციების კვლევის ხელმისაწვდომობა) და GOALI (გლობალური ონლაინ წვდომა იურიდიულ ინფორმაციაზე). მას აფინანსებს ელსევიერის ფონდი (Elsevier Foundation) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატი კურსის დასასრულ, გამოცდის გავლის შემდეგ. მონაწილეებს, რომელთა საგამოცდო შეფასება იქნება არანაკლებ 7.0 ქულისა, გადაეცემათ „წარჩინების სერტიფიკატს“.

კურსის კონტენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, რეგისტრაციითვის დაუკავშირდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილე მარინა რაზმაძეს razmadze.m@gtu.ge

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში, Google hangout-ში.

საინფორმაციო შეხვედრაზე შესვლის ბმული: https://meet.google.com/cmq-yqoa-jgj


 

სიახლეებში დაბრუნება