„წიგნების თაროს“ ახალი, მე-5 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია 7 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

„წიგნების თაროს“ ახალი, მე-5 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია 7 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

30-09-2020

იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ ინფექციით გამოწვეული პანდემიის გამო, უნივერსიტეტებში სასწავლო წლის დაწყება გადაიდო და ბევრმა ვერ მოასწრო დარეგისტრირება, „წიგნების თარო“ ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესებს და სარეგისტრაციო პერიოდს ახანგრძლივებს.

წიგნების თარო ლიტერატურული შოუა, რომლის სტუდენტურ სეზონშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს. გამარჯვებული გუნდი კი კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

გუნდი უნდა შედგებოდეს სამი მონაწილისგან.
ერთი უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სარეგისტრაციო განაცხადი იხილეთ ბმულზე:
https://registracia.wignebistaro.ge/

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

+995 598491956 - ანი
+995 555387592 - ანი
+995 599054499 - დათო


 

სიახლეებში დაბრუნება