ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

19-10-2020 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი) ალკალას უნივერსიტეტი (University of Alcalá - UAH) (ალკალა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში   კონკურსს აცხადებს.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

ალკალას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია და ფორმები და დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2 დონე).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალკალას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).


აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

ალკალას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია და ფორმები და დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ალკალას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ალკალას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება