ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ჟირონას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ჟირონას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

22-10-2020

2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი) ჟირონას უნივერსიტეტი (University of Girona - UdG) (ჟირონა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

 
შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

ჟირონას უნივერსიტეტში Erasmus+ სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჟირონას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ტურიზმის მიმართულება).


აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ჟირონას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ჟირონას უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის მიმართულებას).

 

სიახლეებში დაბრუნება