კონკურსი „Beeline Game Jam“ 23-25 ოქტომბერს დისტანციურად ჩატარდება

კონკურსი „Beeline Game Jam“ 23-25 ოქტომბერს დისტანციურად ჩატარდება

21-10-2020

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სტუდენტებისთვის Game-ჰაკათონის კონკურსი  „Beeline Game Jam“ 23-25 ოქტომბერს Zoom-ის მეშვეობით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

 

მჭიდროდ დაკავშირებულ ციფრულ სამყაროში, მობილური თამაშები ახალი თაობისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება. Beeline Game Jam - ბილაინის თამაშების მიმართულებით პირველი დიდი ღონისძიებაა. 

 

დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი გუნდები, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან.

გელით ყველას - დამწყებებს, სტუდენტებს თუ პროფესიონალებს ვისაც თამაშების შექმნისთვის სხვადასხვა როლის ბაზისური უნარები გაგაჩნიათ.

Beeline Gam Jam-ზე შემოქმედებითობა, კოლაბორაცია, ინოვაცია, გამოწვევების სიყვარული და თამაშებით დაინტერესებული ადამიანების უნიკალური ატმოსფერო დაგხვდებათ!

 

პრიზი:

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი, რომელსაც სპეციალურად ღონისძიებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს, საჩუქრად მიიღებს PlayStation 4-ს.

რაც მთავარია - საინტერესო პროტოტიპების/იდეების შემქმნელი გუნდები და აქ რაოდენობა განუსაზღვრელია, თამაშების მიმართულებით ბილაინის პარტნიორები გახდებიან შემოსავლის გაყოფის მოდელით.


რეგისტრაცია:
Beeline Game Jam-ზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ დართული აპლიკაციის ფორმა.


ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, შერჩეულ გუნდებს ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.

სააპლიკაციო ფორმა: shorturl.at/hqtCM

Linkedin Event // Facebook Event

 

სიახლეებში დაბრუნება