ინფორმაცია ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ

ინფორმაცია ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ

25-11-2020

გთავაზობთ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის განახლებულ წესს.

პირველ რიგში, ბიბლიოთეკაში დარეგისტრირების მსურველს უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.

საუნივერსიტეტო ელფოსტის მისაღებად მიჰყევით ბმულს: ელ.ფოსტის რეგისტრაცია


შემდეგ, სტუ-ის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ონლაინ რეგისტრაციისა და მკითხველის ბილეთის დისტანციურად მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს https://gtu.ge/Library/Mkithxvelis_bilethi/, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ფორმა და გაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: abonementi@gtu.ge ან ამავე მისამართზე გაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, ტელეფონი, ელ.ფოსტა.

შესაბამისი კოდის მიღების შემდეგ, შეძლებთ სასურველი ელექტრონული სახელმძღვანელოსა და ნებისმიერ ლიტერატურის მიღებას ელექტრონული ან ბეჭდური სახით. 

 

სიახლეებში დაბრუნება