სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით სრულად დისტანციურ ფორმატში წარიმართება

სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით სრულად დისტანციურ ფორმატში წარიმართება

27-11-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.

„2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანების (MES 2 20 0001127365, 26/11/2020) თანახმად, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული შეზღუდვების ფარგლებში, 2020-2021 სასწავლო წელს, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ სასწავლებლებში (გარდა სამედიცინო მიმართულებისა) სასწავლო პროცესი 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით სრულად დისტანციურ ფორმატში წარიმართება.

ცნობისათვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.


 

სიახლეებში დაბრუნება