Learn English Select - ონლაინ თვითმართვადი კურსი სტუდენტებსა და აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალისთვის

Learn English Select - ონლაინ თვითმართვადი კურსი სტუდენტებსა და აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალისთვის

04-12-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში, ინგლისური ენის შესასწავლად ან გასაუმჯობესებლად სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ონლაინ კურსებს  - Learn English Select.

Learn English Select არის მოქნილი ონლაინ თვითმართვადი კურსი, რომელიც მონაწილეებს ეხმარება იმ ლექსიკური მარაგის შევსებაში, რასაც ისინი სამუშაო სიტუაციაში გამოიყენებენ. კურსი მოიცავს ექვსი ინტერაქტიული თვით წვდომის დონეს. თითოეული დონე შედგება 40 თვითმართვადი გაკვეთილისგან, ის შეიძლება დასრულდეს დაახლოებით 20-25 კვირაში.

ონლაინ თვითმართვადი კურსი Learn English Select დაგეხმარებათ, ისწავლოთ თქვენთვის სასურველი გრაფიკითა და ამასთანავე, მოარგოთ დატვირთულ სტუდენტურ თუ სამუშაო გრაფიკს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://forms.gle/JL6DPvbFkGddE9NP8

სასწავლო პლატფორმის ბმულს საორგანიზაციო გუნდი ბენეფიციარებს რეგისტრციის შემდეგ მიაწვდის.

ცნობისათვის: პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტს ორგანიზებას უწევს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართონ სტუ-ის ინოვაციების ცენტრს (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახები: N221 და N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას. კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მიწერეთ: innovations@gtu.ge ან დაუკავშირდით: +995 32 2 36 51 29


 

სიახლეებში დაბრუნება