02 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია დამატებითი შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ
30 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ინფორმაცია ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების, სასწავლო კურსების აღდგენისა და გამოცდების შესახებ
29 ივნ

დოკუმენტები საბაკალავრო ნაშრომების დასაცავად

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის მდივანთან წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
26 ივნ

ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 26 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მუშაობას შეუდგა  IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ელექტრონული პორტალის  „Zoom”-ის სისტემის გამოყენებით, ისე სააუდიტორიო სივრცეში.
25 ივნ

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის შესახებ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების II კურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
23 ივნ

კონფერენციის „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეთა საყურადღებოდ!
კონფერენცია გაიმართება 26 ივნისს, 11 საათზე. იმუშავებს 5 სექცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული პორტალით - “Zoom”-ის სისტემის გამოყენებით ან მობრძანდეთ უნივერსიტეტში.
“Zoom”-ის მისამართი და აუდიტორიის ნომერი მითითებულია სექციების მიხედვით.
ყველა სიახლის ნახვა
 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამოქმედო გეგმა  2018-2020 წ.წ.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკლავრო საგანმანათლებლო პროგრამების IV კურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგება წარმოდგენილი განრიგის მიხედვით.

გთხოვთ, მობრძანდეთ სასწავლო კორპუსში, ბრძანებაში მითითებულ აუდიტორიაში.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის მდივანთან წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციების გრაფიკი 2019-2020წ. II სემესტრი

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი
საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი


ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტთა სია

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისათვის სპეციალობის მოდულის არჩევა

Для студентов 3-го курса программы бакалавриата выбор модуля специальности «Администрирование бизнеса»

სასტუმრო მომსახურების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისათვის უცხო ენის არჩევა



სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, ისარგებლოთ დისტანციური მომსახურებით. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საკონტაქტო პირთა სია იხილეთ აქ


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწ. წლის მაგისტრატურის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

I კურსი     II კურსი

    

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესის ადმინისტრირება კურსი I, II, III, IV
Бизнес администрирование (РУССК) курс I, II, III, IV
ბიზნესის ადმინისტრირება - სასტუმრო მომსახურება კურსი I, II, III
ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი) IVკურსი
ბიზნესის ადმინისტრირება (აუდიტი) IVკურსი
საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები კურსი I, II, III, IV
საჯარო მმართველობა კურსი I, II, III, IV


   ხელისუფლება და საზოგადოება - 2019  (XIII  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული)


სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა


“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

I ნაწილი    II ნაწილი



გილოცავთ სტუდენტობას!

გისურვებთ შემოქმედებით წინსვლას, ნაყოფიერი ყოფილიყოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად  და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედი. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი მზადაა იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო ცოდნა, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გაატარონ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.

გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფ ადაპტირებაში:

·  2019-2020 ს.წ. I სემესტრი იწყება 23 სექტემბერს და მოიცავს 20 კვირას. აქედან  15 კვირა არის სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები), ერთი კვირა ეთმობა შუასემესტრულ გამოცდას (მაქსიმალური ქულა 30, მინიმალური - 7,5), მე-17 კვირა - პროექტების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩაბარება და/ან მზადება დასკვნითი გამოცდისათვის, სამი   კვირა სესიებისთვის (დასკვნითი და დამატებითი გამოცდები. მაქსიმალური ქულაა 40, მინიმალური - 10).  დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში მინიმალური 22,5 (მიმდინარე აქტივობის 15, შუასემესტრული -7,5) ქულის მოგროვება. თითოეულ სასწავლო კურსი ჩაითვლება ჩაბარებულად 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, რათა არ ჩამორჩეთ სასწავლო პროცესს და არ დაკარგოთ მიმდინარე აქტივობის შეფასება (მაქსიმალური 30, მინიმალური - 15);

· წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;

·  მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის ფაკულტეტზე დაწესებულია  3 სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიას  (100 ლარი თვეში - ერთი სემესტრის განმავლობაში);

·  დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;

·  სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;

·  სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება  მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე  საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;

·  წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;

·  სწავლების მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;

·  სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ  საინტერესო სტუდენტურ სერვისებს _  მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა. შ.;

·  ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;

·  სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ _ მიღწეული შედეგების გაცნობა;

·  ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;

·  პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;

·  სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!




საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს:

1.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

2.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი);

3.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;

4.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

5.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი);

6.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო პროცესების მართვა;

7.      დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია.

გილოცავთ წარმატებას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მადლობას გიხდით ნაყოფიერი მუშაობისთვის,  გისურვებთ აქტიურ მოღვაწეობას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით.