MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)


ლეობენის  ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) განმეორებით აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.06.26, 18:00 სთ.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.06.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.06.26

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2 თვით.

პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას – ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.

სტუდენტი ვალდებულია წარმატებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.

კონტაქტისთვის:

პროფ. გიორგი ხეცურიანი,

ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?