11 მარტ

დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა

2020 წლის 5 მარტს ჩატარდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორ ლევან კლიმიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი.
04 მარტ

კომფერენცია

2020 წლის 28 თებერვალს თბილისში, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თაოსნობით, გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „მოწინავე მიდგომები და კაშხლების უსაფრთხოება“.  
ყველა სიახლე

სამუშაო ვიზიტი

05/27/2019

2019 წლის 21 ივნისს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, ყოველწლიური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა ბატონი ფრენკ ნოელი, რომელიც გახლავთ ამერიკის საინჟინრო სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტი.

ფ. ნოელი მოწვეული იყო MCC/საქართველოს და სან დიეგო სახ. უნივერსიტეტი/ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ფაკულტეტზე მომზადების პროცესში მყოფი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების ,,ელექტროინჟინერია’’ შემოწმება, რეკომენდაციების გაცემა და პროგრამების ამერიკული აკრედიტაციისათვის მზადყოფნაში მოყვანა.

ფაკულტეტის ადმინისტრაციამ, პროგრამის ავტორებმა და ABET სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფმა (ფაკულტეტის დეკანი გ. არაბიძე, დეკანის მოადგილე ლ. ხუნწარია, ასოც. პროფესორები გ. გიგინეიშვილი, გ. ნაჭყებია, ნ. ლაზაშვილი) ბატონ ფრენკს წარუდგინეს მომზადებული პროგრამა, თვითშეფასების ანგარიში და შესაბამისი დანართები, ასევე სტუდენტების და მათი საბაკალავრო ხელმძღვანელების მხრიდან (პროფესორი ჯ. ბერიძე, ასისტ. პროფესორები შ. კვირკველია, ე. ბჟინავა) გაკეთდა საბაკალავრო ნაშრომის წარდგენა , თემაზე ,,ადამიანის ჯანმრთელობის დისტანციური მონიტორინგი’’.

ფრენკ ნოელის მხრიდან დღის ბოლოს გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები პროგრამების ამერიკული სტანდარტებით მომზადების, განხორციელების და შესაბამისი ლაბორატორიული თუ ადამიანური რესურსებით აღჭურვის მიმართულებით.

 



 


 

სიახლეებში დაბრუნება