“აბრეშუმის გზის” ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამები – 2024-25 აკადემიური წელი


“აბრეშუმის გზის” ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტი (“Silk Road” International University of Tourism and Cultural Heritage) (სამარყანდი, უზბეკეთის რესპუბლიკა) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე 2024-25 აკადემიური წლისთვის.

სამაგისტრო პროგრამები ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: ტურიზმი, ლოგისტიკა ტურიზმში, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, კრეატიული ინდუსტრია, არქეოლოგია, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილია 1 სტიპენდია.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15.08.2024.

კონტაქტისთვის:

ირინა კადიროვა (Irina Kadirova)

ელ.ფოსტა: info@univ-silkroad.uz

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.


Related

მოგვწერეთ