აბდულა გიულის უნივერსიტეტი – საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 2024
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University – AGU) (კაისერი, თურქეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სტაჟირების (ინტერნშიპი) პროგრამას 2024 წლისათვის.
სტუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ინტერკულტურულ გარემოში AGU-ს საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად.
სტაჟიორებისთვის ხელმისაწვდომი დეპარტამენები მიმღებ უნივერსიტეტში:
- საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისი
- ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისი
- კარიერის ოფისი
- AGU ახალგაზრდული ფაბრიკა
- AGU ლაბორატორიები
სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვეა, სრული დატვირთვით.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
ონლაინ სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1-ელი ივნისი.
Related