აბდულა გიულის უნივერსიტეტი – თანამშრომელთა ტრეინინგის I საერთაშორისო კვირეული


აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University – AGU) (კაისერი, თურქეთი) 2024 წლის 20-24 მაისს ატარებს თანამშრომელთა ტრეინინგის I საერთაშორისო კვირეულს ERASMUSTERN პროექტის ფარგლებში.

AGU თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ძირითადი თემებია:

  • ინტერნაციონალიზაცია სახლში
  • ინტერნაციონალიზაციის გამოწვევები
  • ციფროვიზაცია
  • ახალგაზრდობის დასაქმება
  • კლიმატის ცვლილება
  • მრავალფეროვნება და ინკლუზია
  • Erasmus მობილობა სტაჟირების მიზნით
  • საერთაშორისო პარტნიორობა
  • კონტაქტების დამყარება
  • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება

ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.

კვირეულის დეტალური პროგრამა შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ 2024 წლის მაისში.

ონლაინ სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ინტერნაციონალიზაციას.


Related

მოგვწერეთ