Alfa BK უნივერსიტეტი – მრგვალი მაგიდა “მწვანე ეკონომიკა”


2025 წლის 6 მარტს Alfa BK უნივერსიტეტი (Alfa BK University) (ახალი ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს მრგვალ მაგიდას „მწვანე ეკონომიკა“. მრგვალი მაგიდა U-01/2023 პროექტის – “მწვანე ეკონომიკა ციფრულ ერაში” – ფარგლებში იგეგმება.

მრგვალი მაგიდის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მწვანე ეკონომიკისა და ციფრული პროცესების ურთიერთმიმართება,
  • მდგრადი მიწოდების ჯაჭვები ციფრულ ეპოქაში,
  • წრიული ეკონომიკა და ციფრული ინოვაცია,
  • ჭკვიანი ქალაქები და მდგრადი ურბანული განვითარება,
  • კლიმატის ცვლილების შესუსტებისა და ადაპტაციის სტრატეგია,
  • მონაცემთა კონფიდენციალურობა და კიბერუსაფრთხოება მწვანე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში,
  • პოლიტიკა და რეგულირება ციფრული გარემოს მართვისთვის,
  • თანასწორობა, ხელმისაწვდომობა და ციფრული გარღვევა მწვანე ინოვაციაში.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ მრგვალი მაგიდის ორგანიზატორებს.

კონტაქტისთვის:

პროფ. მარიანა იოკსიმოვიჩი (Marijana Joksimović)

ელ.ფოსტა: marijana.joksimovic@alfa.edu.rs


Related

მოგვწერეთ