ამერიკის საერთაშორისო კოლეჯი – გლობალური უნივერსიტეტი სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს


ამერიკის საერთაშორისო კოლეჯი – გლობალური უნივერსიტეტი (Americas International College – The Global University) ქართველ სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს.

განაცხადების მიღება დაწყებულია ლონდონის ბეისვოტერის კოლეჯსა (Bayswater College London  – BCL) და CUOA ბიზნესსკოლაში (CUOA Business School). ეს სტიპენდიები განკუთვნილია ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიუმჯობესონ უნარები და გაიფართოონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში:

CUOA ბიზნესსკოლა:

• ბიზნესსტრატეგია და მარკეტინგის მენეჯმენტი,

• შემოქმედებითობა, ინოვაცია და მეწარმეობა,

• საერთაშორისო მენეჯმენტი და ლიდერობა,

• ოპერაციები, ლოგისტიკა და Lean მენეჯმენტი;

ლონდონის ბეისვოტერის კოლეჯი:

• გამოყენებითი მეცნიერება ბიზნესის მონაცემთათვის,

• ბიზნესსტრატეგიის თანამედროვე თემები,

• ბიზნესის მენეჯმენტის მთავარი თემები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ივლისი. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ლინკი იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია: ricardobritto.dr@ibs-americas.com


Related

მოგვწერეთ