ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი – XIV საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის”
2025 წლის 5-7 ივნისს ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ტარდება მე-14 საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის”.
კონფერენციის თემაა “აგროეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება: ეკოსისტემებზე ზრუნვა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”.
ონლაინ რეგისტრაციისა და აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა. 2024 წლის 6 დეკემბერი.
კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს მონაწილეებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, შერჩეული სტატიები ქვეყნდება WOS-სა და Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალებში.
Related