Erasmus+ – ასოც. პროფ. მუჰამედ იუნუს შიშმანის აკადემიური მობილობა სტუ-ში (სუდ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი)
2023 წლის 6-10 დეკემბერს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების მიზნით მობილობით სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის (Kutahya Dumlupınar University) (ქუთაჰია, თურქეთი) ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მუჰამედ იუნუს შიშმანი (Muhammet Yunus Şişman).
აღსანიშნავია, რომ 2020-2023 წწ. ასოც. პროფ. შიშმანი, როგორც ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის დირექტორი, კოორდინირებას უწევდა მიმდინარე მობილობის პროექტს.
სტუ-ში მობილობის პერიოდში გაიმართა სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, სადაც განხილული იქნა ერთობლივ საპროექტო განაცხადების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები, მათ შორის, თურქული ენისა და კულტურის ცენტრის შექმნის პერსპექტივები, უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი თანამაშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქ კოლეგას დაათვალიერებინეს სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკა, გააცნეს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოჩენილი ინჟინრების მიერ აგებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები და პოპულარული არქიტექტურული შენობა-ნაგებობები.
ასევე, მობილობის გეგმის მიხედვით, ახალგაზრდა თურქმა ლექტორმა სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გამართა სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაცია: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, Erasmus + პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. Kütahya Dumlupınar University-ის ასოცირებულმა პროფესორმა მუჰამმედ იუნუს სისმანმა ისაუბრა გაცვლითი პროგრამის მნიშნელობის საკითხებზე, პრეზენტაციის სახით გაგვაცნო თავისი უნივერსიტეტი, ქალაქი და ღირსშესანიშაობები. შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და კითვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც სტუდენტება ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და დეკანი.”
Related