Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის ადმინისტრაციული მობილობა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 17-24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მარიკა ზვიადაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Polytechnic University of Timisoara – UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი), სადაც მან მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა მე-2 საერთაშორისო კვირეულში – “სინერგია აკადემიაში: კავშირების დამყარება, კულტურათაშორისი ურთიერთობის მდგრადობის ხელშეწყობა“. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Related