Erasmus+ დღეები 2024 – ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ადმინისტრაციული მობილობა სტუ-ში
Erasmus+ დღეების ფარგლებში, 2024 წლის 17-21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის (Mendel University in Brno – MENDELU) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სილვიე ფორმანკოვა (Sylvie Formánková).
ასოც. პროფ. ფორმანკოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ ადმინისტრაციული მობილობით სტუმრობდა. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის Erasmus+ ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩეხ კოლეგას დახმარება სთხოვეს კვლევის ხელმძღვანელის მოძიებაში იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც Erasmus+ მობილობით, სტაჟირების მიზნით გაემგზავრებიან ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში მომდევნო გაზაფხულის სემესტრში, რაზეც ქალბატონი ფორმანკოვა დახმარებას დაპირდა.
Erasmus+ ჯგუფის წევრებმა კოორდინატორი უნივერსტეტის ახალგაზრდა მკვლევარს წარმოუდგინეს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.
ჩეხმა სტუმარმა, ასევე, მონაიწლეობა მიიღო სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“.
Erasmus+ დღეების ფარგლებში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, ჩეხი კოლეგისთვის გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული აქტივობებიც, სადაც ჩეხ სტუმარს საშუალება მიეცა, გაცნობოდა ქართულ ტრადიციებს, დაეგემოვნებინა ქართული სამზარეულო, მოენახულებინა თბილისისა და კახეთის ღირსშესანიშნაობები.
Related