ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – ონლაინ კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში რიგით მეცხრე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება ორშაბათს, 30 ოქტომბერს.
თანამშრომლებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 11:00 საათზე, ხოლო სტუდენტებისთვის – 14:00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
ონლაინ კონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.
შეხვედრის ლინკი
Related