Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ალიკანტეს უნივერსიტეტი (University of Alicante – UA) (ალიკანტე, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

დეტალური ინფორმაცია ალიკანტეს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში.

მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.


Related

მოგვწერეთ