Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja – IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.
დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 4-4 თვით.
მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი.
Related