Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს  2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

დეტალური ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.


Related

მოგვწერეთ