Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბურდურის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ბურდურის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტი (Burdur Mehmet Akif Ersoy University  – MAKÜ) (ბურდური, თურქეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია ბურდურის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით  იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბურდრის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტში.

მიმართულება: დიზაინი, ბიზნესადმინისტრირება, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები.


Related

მოგვწერეთ