Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩესტოხოვაში (Jan Dlugosz University in Czestochowa) (ჩესტოხოვა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაცია იან დლუგოშის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იან დლუგოშის უნივერსიტეტში.

მიმართულება: მანქანათმშენებლობა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა.


Related

მოგვწერეთ