Erasmus+ გაცვლითი პროგრამა და სწავლების საერთაშორისო დღეები 2026 (განახლებული) კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems – IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის და იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2026 (International Teaching Days 2026), რომელიც 2026 წლის 14-18 აპრილს იგეგმება.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.09.25.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
შერჩეული ლექტორები ლექციებსა და სემინარების ჩაუტარებენ ავსტრიელ სტუდენტებსა და პერსონალს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ლექციები ჩატარდება პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულის პარალელურად. ამდენად, მიწვეულ ლექტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ღონისძიებებში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და თავიანთი მოკლე ბიოგრაფია ან CV 2025 წლის 15 სექტემბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: international@fh-krems.ac.at . გამარჯვებულ კონკურსანტებს ავსტრიიდან ოქტომბრის ბოლოს დაუკავშირდებიან.
მიმართულება: აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.
Related