Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
გაზის უნივერსიტეტი (Gazi University) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
გაზის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა გაზის უნივერსიტეტში.
მიმართულება: მანქანათმშენებლობა, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, სამშენებლო, მეტალურგია.
Related