Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი და 2025-2026 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)
გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada – UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისა და 2025-2026 აკადემიური წლისათვის.
შერჩევის პროცედურა:
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 6 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 10 მარტამდე.
გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა დოქტორანტმა მიმდინარე წლის 15 მარტამდე უნდა გაიაროს ონლაინაპლიკაცია მიმღებ უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის 3-თვიანი მობილობა გრანადის უნივერსიტეტში. თუ მობილობის განხორციელება იგეგმება მიმდინარე გაზაფხულის სემესტრში, მაშინ მობილობა დოქტორანტმა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელი მაისისა. 2025-2026 აკადემიური წლის განმავლობაში მობილობის განსახორციელებლად, გრანადის უნივერსიტეტში მობილობის დაწყების ბოლო ვადაა 2026 წლის 1-ელი მაისი.
მიმართულება: აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.
Related